"მოქალაქეებს ვთხოვ ერთი წელი მოგვცენ - გვსურს, 270 ათასი ოჯახი გავხადოთ სახლის მესაკუთრე" - თურქეთის პრეზიდენტი მიწისძვრის ზონაში ჩავიდა და მოსახლეობას მიმართა
მიწისძვრის ზონაში, ოსმანიეში, პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ქალაქებსა თუ სოფლებში, მიწისძვრით დაზარალებული ადამიანები ბინებს მიიღებენ. მან მოსახლეობას 1 წლის ვადა სთხოვა.
"ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც მთლიანად აღადგენს ჩვენს ქალაქებს.
მიზნად ვისახავთ ჩვენი სოფლების აღორძინებას ერთი წლის განმავლობაში. გვსურს, 270 ათასი ოჯახი გავხადოთ სახლის მესაკუთრე, საიდანაც 200 ათასი საცხოვრებელია და 70 ათასი სოფლის სახლი.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყველა მათგანს კვლავ აღვადგენთ მოკლე დროში, ჩვენი ქალაქების ისტორიული, კულტურული და სოციოლოგიური ტექსტურის შენარჩუნებით. როგორც დაგპირდით, იმედია 1 წელიწადში დავიწყებთ სახლების მიწოდებას. მოქალაქეებს ვთხოვ ერთი წელი მოგვცეს" - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.