loader

“დემონო პედოფილო... შენ ჯოჯოხეთს ეკუთვნი“ - Grammys-ს სკანდალური წარმოდგენის შემდეგ სემ სმიტს ქუჩაში დევნიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დემონო პედოფილო... შენ ჯოჯოხეთს ეკუთვნი“ - Grammys-ს სკანდალური წარმოდგენის შემდეგ სემ სმიტს ქუჩაში დევნიან

მას შემდეგ, რაც ცნობილმა მომღერალმა სემ სმიტმა Grammys-ზე კოსტიუმირებული შოუ დადგა, საზოგადოების ნაწილმა მისი ქუჩაში დევნა დაიწყო.

მომღერალმა თავისი ცნობილი ჰიტი unholy შეასრულა. პერფორმანსისას კი წითელი რქიანი სამოსი ეცვა.

შეთქმულების თეორიის მომხრეებმა კი ჩათვალეს, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი სატანის მიმართ მიძღვნილი რიტუალი იყო და სემ სმიტი ე.წ. ილუმინატია, კულტის წევრი, რომლებიც პედოფილებით არიან დაკომპლექტებული. სწორედ ამას უყვირის ქალი მას ქუჩაში.

დიდი ხანია არსებობს შეთქმულების თეორია ილუმინატების შესახებ, თუმცა თეორიას არ ამყარებს არანაირი რეალური ფაქტი და აქამდე ვერც მისი მოპოვება მოხერხდა. შეიძლება ითქვას, რომ სემ სმიტი უსაფუძვლო თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

წყარო: Sam Smith heckled in New York after ‘demonic’ Grammy’s performance

twitter: Viral News NY

იხილეთ სემ სმიტის გამოსვლა Grammys-ს დაჯილდოების ცერემონიალზე: Sam Smith & Kim Petras’ RACY ‘Unholy’ Performance At 2023 Grammys