ახალი გადაწყვეტილება, რომელიც კახა კალაძემ გააჟღერა - რის გამო დაჯარიმდებით 300 ლარით, გამეორების შემთხვევაში კი 500 ლარით?
დედაქალაქის მერიამ სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები რამდენჯერმე გაავრცელა, სადაც ჩანდა ვანდალიზმის ამსახველი ფაქტები.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ სივრცეებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მომზადდა.
ვანდალიზმის პირველ ფაქტზე მოქალაქე 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებითი ფაქტი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.
სოციალურ ქსელში თბილისის სხვადასხვა უბნიდან ვანდალიზმის ამსახველი არაერთი ფოტო ვრცელდება.