loader

"ეს ხდება გლდანის ა მიკროში" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში და რას პასუხობს კოტე ზარნაძე საზოგადოების ნაწილის კრიტიკას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ხდება გლდანის ა მიკროში" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში და რას პასუხობს კოტე ზარნაძე საზოგადოების ნაწილის კრიტიკას?

"ეს ხდება გლდანის ა მიკროში იმის შემდეგ, რაც "ახმეტელის თეატრმა" ჩაკეტა ბეტონით გზა... ნეტავ, თუ იცის ბატონმა კოტემ?" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი და ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც ვიდეოს კომენტარებიდან ირკვევა, გლდანის ა მიკროში, "ახმეტელის თეატრთან", ეზოში ცენტრალურ გზაზე გასასვლელი გზა ჩაიკეტა, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

"ზედა მიკროებიდან დადის ხალხი. იპოვეს მოკლე გადასასვლელი, "ბლექ სის" მხარეს ჩადიან, მერე ისე გადადიან ცენტრალურ გზებზე. "ახმეტელის თეატრმა" თუ ჩაკეტა ეგ გზა, ძალიანაც კარგი. მანდ პატარა ბავშვები დაჰყავთ თეატრში და საშიში მდგომარეობაა ბავშვებისთვის, ასე უსაფრთხო იქნება. აუცელებლად უნდა გაცალმხრივდეს ეგ შიდა გზები, "ბლექ სის" აუზების მხარეც საშინელ მდგომარეობაში ვართ ხალხი... მართლა გაუსაძლისი მდგომარეობაა, ეს ამდენი მანქანა ყრია, გარეთ პარკირების უქონლობის გამო ვერ უქცევენ ერთმანეთს გვერდს გამვლელ-გამომვლელი მანქანები და მაგიტომაა ეს სიტუაცია...ვაიმე, არ გამიბრაზდეთ და ძალიანაც კარგი, ეგ გზა რომ ჩაიკეტა, ბევრად უსაფრთხო იყო დღეს მანდ გავლა...

"ბლექ სის" აუზიდან "ახმეტელის თეატრისკენ" გასასვლელი გზაა გადაკეტილი და მანქანებს უწევთ ა მიკროს "კარფურისკენ" წამოსვლა...

არასწორადაა ეგ კორპუსები დაპროექტებული და იმის ბრალია. მანდ ტრიალი მინდორი იყო და შეეძლოთ უფრო ფართო გზის დატოვება...

კიდევ ბევრი ადგილია ჩასაკეტი მანდ...

ეს გზა უნდა გახდეს ცალმხრივი...

საშინელებაა, ვისაც რა უნდა, იმას რომ აკეთებს, შედეგიც ეს არის...

ბევრი სპორტული კომპლექსი გაიხსნა მაგ ადგილას, მშობლებს კი სადაც მანქანა ჩაუქრებათ, იქ აჩერებენ, ისე, რომ სახლში ვეღარ მივდივართ, ვინც მანდ ვცხოვრობთ... რამე გამოსავალი ხომ უნდა გამოინახოს, მით უმეტეს, გზაზეა კორპუსები დაშენებული... მანქანით კი არა, ფეხით ვერ გადაადგილდები ადამიანი...

როცა კორპუსები შენდებოდა, მაშინ ამოგეღოთ ხმა, სხვებს რატომ უზღუდავთ გადაადგილებას?! როგორც თქვენია ეგ გზა და ეზო, ისეა ჩვენიც. მთელ ქალაქშია საცობები და მოდით, ყველამ ჩვენს სახლებთან დავალაგოთ ბეტონის ბლოკები და გადავკეტოთ გზა...." - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეოს კომენტარებში გლ­და­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი კოტე ზარნაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიის ჩაკეტვა ახალი კორპუსების მცხოვრებლების დიდი თხოვნა იყო.

"გამარჯობა, "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიის ჩაკეტვა ახალი კორპუსების მცხოვრებლების დიდი თხოვნა იყო, იმდენად მჭიდროდ არის დასახლებული, რომ ტრანზიტულად აღნიშნული გზის გამოყენება არ შეიძლება. აქვე გეტყვით, რომ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდება სანდრო ახმეტელის სახელობის სკვერი, სადაც წარმოდგენებიც გაიმართება ღია ცის ქვეშ. ასევე, აკაკი ვასაძის ქუჩის მოწესრიგება იგეგმება და დაერქმევა სანდრო ახმეტელის სახელი", - წერს ზარნაძე.