"ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არის "პროთავისი" - გიორგი გახარია
"ჩვენი მთავარი პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელია და არც პრორუსი. ბიძინა ივანიშვილი არის პროთავისი. ის ყველას ჩამოართმევს ხელს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს არის მისი მთავარი მიზანი" - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.