loader

ჰათაიში 6.4-ბალიან მიწისძვრას, ამ დროის მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 213 საავადმყოფოშია გადაყვანილი - თურქეთის შს მინისტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰათაიში 6.4-ბალიან მიწისძვრას, ამ დროის მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 213 საავადმყოფოშია გადაყვანილი - თურქეთის შს მინისტრი

თურქეთში, ჰათაიში, 6.4-ბალიან მიწისძვრას, ამ დროის მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 213 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ ავრცელებს.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოქალაქეები, არ შევიდნენ შენობებში, რადგან განმეორებითი ბიძგები მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ჰათაის, პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით ავრცელებს.