loader

"მე არ მინდოდა ამის თქმა, თუმცა..." - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საწვავის ფასის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე არ მინდოდა ამის თქმა, თუმცა..." - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საწვავის ფასის შესახებ?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნავთობის მსხვილი იმპორტიორები მთავრობის წარმომადგენლებს დაჰპირდნენ, რომ საწვავის ფასი შემცირდება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ იმპორტიორები ნავთობზე ადეკვატურ მარჟებს არ დააწესებენ, მთავრობას მათ საწინააღმდეგოდ ბერკეტები ექნება. მისივე თქმით, ევროპაში ნავთობის ფასის ზედა ზღვარი არსებობს, რისი დაწესებაც მთავრობას საქართველოში არ სურს, ამიტომ იმედი აქვთ იმ საუბრის, რომელიც ნავთობიმპორტიორებთან გაიმართა.