loader

ვინ არის 9 წლის გოგონა, რომელიც რუსთაველის მეტროსთან სამკაულების გაყიდვით დედას ეხმარება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის 9 წლის გოგონა, რომელიც რუსთაველის მეტროსთან სამკაულების გაყიდვით დედას ეხმარება

9 წლის ანო დედასთან და 2 მცირეწლოვან ძმასთან ერთად გლდანში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ანო რუსთაველის მეტროსთან საკუთარი ხელით გაკეთებულ სამკაულებს ყიდის. თუ დღეში რამდენიმე ყელსაბამსა და სამაჯურს გაყიდის, სკოლის ნივთებისთვის თანხას დედას აღარ მოსთხოვს და ფული ტკბილეულისთვის დარჩება. 4-სულიანი ოჯახი სოცალური დახმარებით და დედის მცირე ხელფასით ცხოვრობს. ამიტომაც ანოს გაუჩნდა იდეა საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულები გაეყიდა და დედისთვის ტვირთი მცირედით მაინც შეემსუბუქებინა.

ანო მხოლოდ შაბათ-კვირას მუშაობს. დანარჩენ დღეებში სკოლაში დადის, წარჩინებული მოსწავლეა. განსაკუთრებით მათემატიკა და ქართული უყვარს.

სანამ მყიდველი გამოჩნდება, ანო დროს არ კარგავს და სამკაულებს მუშაობის პერიოდშიც აკეთებს. როცა ხედავს, ბავშვები თამაშობენ, ზოგჯერ საქმეს დროებით ივიწყებს და სხვა ბავშვების მსგავსად, ისიც ერთობა. ყველაზე მეტად ძაღლებთან თამაში უყვარს.

ანო ძალიან ბედნიერია, როცა ქუჩაში ცნობენ. ადრე ვერასოდეს იფიქრებოდა, ხალხის ყურადღებას თუ მიიქცევდა.

ანოს დედა წლების განმავლობაში ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. უკვე 4 წელია მოძალადეს თავი დააღწია. რაღაც პერიოდის განმავლობაში თავშესაფარშიც კი უწევდათ ცხოვრება.

ზამთარში უამინდობის გამო ხშირად ვერ მუშაობდა. ახლა მალე დათბება, გვიანობამდე იმუშავებს და უფრო მეტი თანხის გამომუშავებასაც შეძლებს.