შეიძლებოდა თუ არა ტექტონიკური იარაღით თურქეთში მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევა?
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის დიდმა რაოდენობამ მსოფლიოში კვლავ გაააქტიურა შეთქმულების თეორიების მომხრეები, რომლებმაც იმის მტკიცება დაიწყეს, რომ თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრა თითქოს ხელოვნურად გამოიწვიეს ტექტონიკური იარაღის გამოყენებით.
ეს დაუკავშირეს იმასაც, რომ თურქეთში მიწისძვრის პირველი ეპიცენტრი გაზიანთეფში იყო, საიდანაც მხოლოდ 150 კმ-ითაა დაშორებული სამხედრო-საჰაერო ბაზა ინჯირლიყი, სადაც ამერიკული ტაქტიკური დანიშნულების თერმობირთვული საავიაციო ბომბები ინახება. ბირთვულ აფეთქებას, რა თქმა უნდა, შეუძლია მიწის შეზანზარება, მაგრამ, ბუნებრივია, ინჯირლიყის აეროდრომზე ან მის ახლოს არავის მოუწყვია ასეთი რამე, რისი დაფიქსირებაც ძალზე მარტივი იქნებოდა...
დღეს არათუ ბირთვული, არამედ ჩვეულებრივი 1,5-ტონიანი საავიაციო ბომბის მიწაზე დაცემისა და აფეთქების დაფიქსირებაც კი შეუძლიათ რამდენიმე ასეული კმ-ის სიშორიდან თანამედროვე სეისმოლოგიური ლაბორატორიების ზემგრძნობიარე დეტექტორებს, რაც გამორიცხავს ფარულად მიწისქვეშა ბირთვულ აფეთქებას.
ერთია მიწის ქვეშ რამდენიმე კილოტონა სიმძლავრის ბირთვული მუხტის აფეთქება და მეორე, იმის ზუსტად გათვლა, რომ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ბიძგები ზუსტად კონკრეტული მიმართულებით გავრცელდეს კონკრეტულ ადგილას დამანგრეველი მიწისძვრის გამოსაწვევად.
საბედნიეროდ, სამხედრო ტექნოლოგიები განვითარების ამ დონემდე არ არის მისული, თორემ რომელიმე სახელმწიფოს დიქტატორი ნამდვილად ეცდებოდა ამ საკაცობრიო დანაშაულის ჩადენას.
სტატია სრულად წაიკითხეთ ბმულზე>>>>