სარფთან, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე, კლდე ჩამოიშალა - კადრები ადგილიდან
სოფელ სარფთან, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე, კლდე ჩამოიშალა. ამ დროისთვის [17:40 სთ] უზარმაზარი ლოდები ისევ მაგისტრალზეა. შესაბამისად, მოძრაობაც ჩაკეტილია.
როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ „ბათუმელებს“ აცნობა, გზაზე მეწყერიც ჩამოწვა და კლდე ჩამოიშალა.