“ცხოვრების მთავარი აზრი არის სიყვარულში, თანაც ქმედით სიყვარულში და არა მხოლოდ ემოციურში“- მეუფე შიო
მთავარი აზრი ამ ცხოვრების არის სიყვარულში, თანაც ქმედით სიყვარულში და არა მხოლოდ ემოციურ სიყვარულში, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე, რომ მოყვასი უნდა გვიყვარდეს ისე, რომ თავი დავდოთ მისთვის. ვეცადოთ აი ამ ამაოების მორევიდან გამოვიდეთ, თავი დავაღწიოთ, რომ დავფიქრდეთ მთავარზე ამ ცხოვრებაში. ჩვენს სულზე, ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ამ ცხოვრებაში, რა უნდა მოვიმკათ ჩვენ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.