რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ - "ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია"
მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე, პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, 1-ელ ოქტომბერს, ზუსტად რომ ვთქვა, მისი დაბრუნების იდეა რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება იყო. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სააკაშვილისთვის კერძო კლინიკაში მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას უზრუნველყოფს და მას აქვს ყველა პრივილეგია, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ.