loader

"აუტანელია, ზოგს ბავშვი ეგუდება, რა აზრი აქვს ვარკეთილში ცხოვრებას" - ვარკეთილში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აუტანელია, ზოგს ბავშვი ეგუდება, რა აზრი აქვს ვარკეთილში ცხოვრებას" - ვარკეთილში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ვარკეთილში მოსახლეობას ბოლო რამდენიმე დღეა გაუსაძლისი სუნი აწუხებს. ადგილობრივების წუხილს სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით. ისინი სატელევიზიო ინტერვიუზე უარს ამბობენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ აქ ცხოვრება შეუძლებელია, ყოველდღიურად ჰაერი იწამლება.

"პალიტრავიდეო" გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას ადგილზე შეეცადა. როგორც აღმოჩნდა, ვარკეთილში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, რამდენიმე საწარმო მუშაობს და გამონაბოლქვი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეინიშნება.

როგორც თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ამბობს, საქმის კურსშია და მუდმივ რეჟიმში ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას. თუ რომელიმე საწარმო არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, მისი გაჩერება დაუყოვნებლივ ხდება.