ავტოსაგზაო შემთხვევას 155-ე საჯარო სკოლის 2 კურსდამთავრებული ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა - რას ამბობს 155-ე სკოლის დირექტორი
თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთელი დღის, მანძილზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულები თბილისის 155-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. როგორც Palitravideo-ს სკოლის დირექტრომა, ხათუნა ხულორდავამ განუცხადა, ახალგაზრდები 155-ე სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებმაც სკოლა გასულ წელს დაამთავრეს.
ავტოავარიის შედეგად გარდაცვლლილები არიან 20 წლის ახალგაზრდები, ირაკლი ქუთათელაძე და ნოდარ გულიაშვილი. ხუთივე ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, თანაკლასელები არიან.
Palitravideo-ს ინფორმაციით მანქანაში 5 ახალგაზრდა იმყოფებოდა, საიდანაც სამი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
დამატებით ინფორმაციას Palitravideo არკვევს.