loader

მეტროსადგური „ვარკეთილი“ დროებით მგზავრთა მიღებას წყვეტს - თბილისის სატრანსპორტო კომპანია განმარტებას აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტროსადგური „ვარკეთილი“ დროებით მგზავრთა მიღებას წყვეტს - თბილისის სატრანსპორტო კომპანია განმარტებას აკეთებს

დედაქალაქეის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგური „ვარკეთილი“ ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო დროებით მგზავრთა მიღებას წყვეტს.

მათივე ცნობით, მეტროს მომსახურებით მხოლოდ ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებიც „ვარკეთილისკენ“ მიემართებიან.

„ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა ხარვეზი დროულად აღმოიფხვრას. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს გიხდით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.