გუდიაშვილის "ზეიმი მდინარის პირას" კინოსა და თეატრის მუზეუმს გადაეცა
საქართველოს კინოსა და თეატრის მუზეუმს გუდიაშვილის კიდევ ერთი ნამუშევარი შეემატება.
მხატვრის ნამუშევარი, სავარაუდო სახელწოდებით "დღესასწაული მდინარის პირას", ხელოვნების სასახლეს ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურმა საბავშო თეატრმა გადასცა.
თეატრის დირექტორის, მიხეილ ანთაძის თქმით, ლადო გუდიაშვილის ეს ტილო მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდის "ქართულ დღესასწაულთა განყოფილება"-ში იქნება დაცული. მუზეუმისთვის მხატვრული ტილოს გადაცემის ცერემონია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსტროში გაიმართა.
დიდი ზომის უნიკალური ტილო მხატვარმა 1946 წელს შეასრულა, თეატრმა კი 1950 წელს ლადო გუდიაშვილის გამოფენა-გაყიდვაზე შეიძინა. ნახატი ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.
კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ აღნიშნა, რომ ნამუშევარი მუზეუმის საგანძურისათვის უდიდესი შენაძენია, რადგან საუკუნოვან შენობაში გუდიაშვილის თეატრალური მხატვრობის ყველაზე დიდი ფონდია წარმოდგენილი.
მუზეუმისათვის გადაცემული ნამუშევარი სასახლის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, სხვადასხვა ექსპოზიციებსა და საერთაშორისო გამოფენებში მიიღებს მონაწილეობას.