loader

"ეს საბჭოთა წარმოების ნაღმია... ამით დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი" - რას წერს სამხედრო ექსპერტი ბათუმში აფეთქებულ ნაღმზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს საბჭოთა წარმოების ნაღმია... ამით დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი" - რას წერს სამხედრო ექსპერტი ბათუმში აფეთქებულ ნაღმზე?

"ბათუმში გამორიყული და აფეთქებული ნაღმი საბჭოთა წარმოებისაა" - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამით დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი და ზოგი ზღვამ წაიღო...

"ახლა ვნახე ვიდეო ბათუმში გამორიყული და აფეთქებული ნაღმის. ეს არის საბჭოთა წარმოების ЯМ ის ტიპის, 1943 წლის ნიმუშის პატარა საზღვაო ღუზიანი ნაღმი. 172-კილოგრამიანი. 20 კგ ტროტილის მუხტით. გალვანურკონტაქტური ამფეთქით.

უკრაინაში ომის დაწყებამდე ამ ნაღმებით დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი, ზოგი მათგანი მოწყდა და ზღვამ რუმინეთისკენ წაიღო, მინიმუმ ეს 1 ცალი ჩვენთანაც გამოურიყავს" - წერს ინაშვილი.