“გელათიდან ჯალათებიც, წულუკიანებიც, მაჯლაჯუნებიც და ეშმაკებიც უნდა განვდევნოთ... წულუკიანის სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - „ჯალა-თია“ - ლევან ხაბეიშვილი
გელათიდან ჯალათებიც, წულუკიანებიც, მაჯლაჯუნებიც და ეშმაკებიც უნდა განვდევნოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.
ხაბეიშვილი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტები ჩამოიყვანონ და გელათი გადაარჩინონ.