უცნაური მოვლენა - საუდის არაბეთში სტადიონს, სადაც კრიშტიანო რონალდო თამაშობდა, კალიები შეესია
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ალ-ნასრი" "ალ-ვეჰდას" ესტუმრა და 4:0 დაამარცხა.
ოთხივე გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.
ყურადღება სტადიონს შესეულმა კალიებმაც მიიქციეს, რამაც ადგილობრივებს დისკომფორტი არ შეუქმნა, თუმცა სტუმრები ნამდვილად გააკვირვა.