“დაიბარა სოფლის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე... დილით პოლიციას თავად ჩაბარდა“ - ვინ არის 34 წლის კაცი, რომელსაც მეგობარმა 5 ტყვია ესროლა და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი
მკვლელობა სოფელ მარტყოფში - 34 წლის მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, გასროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
რამდენიმე გასროლის ხმა სოფელ მარტყოფში ადგილობრივებმა გვიან ღამით, დაახლოებით 12 საათზე გაიგეს. როგორც "კურიერმა" გაარკვია, 34 წლის ნიკა სახლთხუციშვილმა ასევე 34 წლის გოჩა ჯერენაშვილი დაიბარა სოფლის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეხვედრის შემდეგ კი დაიწყო კონფლიქტი. "კურიერის" ინფორმაციით, ნიკა სახლთხუციშვილმა მეგობარს 5 ტყვია ესროლა. გოჩა ჯერენაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.