loader

"გვაგინეს და ვაგინეთ კიდევაც... ჩვენ რუსულ რეჟიმს არ მოვითმენთ! ყველგან დავხვდებით" - რას ამბობს "ნაცმოძრაობის" აქტივისტი მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვაგინეს და ვაგინეთ კიდევაც... ჩვენ რუსულ რეჟიმს არ მოვითმენთ! ყველგან დავხვდებით" - რას ამბობს "ნაცმოძრაობის" აქტივისტი მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებაზე

"გვაგინეს და ვაგინეთ კიდევაც... ჩვენ რუსულ რეჟიმს არ მოვითმენთ! ყველგან დავხვდებით" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა ნიკა ნარსიამ "ტვ პირველის" ეთერში მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

წუხელ ტელეკომპანია "იმედთან" ხმაური იყო. "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს, დახვდნენ, როდესაც მდინარაძე ტელეკომპანიაში იმყოფებოდა.

აქტივისტები მდინარაძის მისამართით სკანდირებდნენ: "რუსი ხარ" და მიმართავდნენ, რომ მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებს, რაზეც მდინარაძემ უპასუხა, რომ საკუთარ სიტყვებზე პასუხს აგებს.

ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.