დაპირისპირება მამუკა მდინარაძესთან - ენმ-ის აქტივისტები მას ტელეკომპანია "იმედის" შენობასთან დახვდნენ
ტელეკომპანია „იმედთან“ ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს, დახვდნენ, როდესაც მდინარაძე ტელეკომპანიაში იმყოფებოდა.
აქტივისტები მდინარაძის მისამართით სკანდირებდნენ: „რუსი ხარ“ და მიმართავდნენ, რომ მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებს, რაზეც მდინარაძემ უპასუხა, რომ საკუთარ სიტყვებზე პასუხს აგებს.
ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.
წყარო: "ტვ პირველი"