loader

ომიანე ჯიქიას თქმით, ძებნილი ნათესავი, ბადრი ესებუა, მასთან სახლში ფარულად შეიპარა - საქმის მთავარი მოწმის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ომიანე ჯიქიას თქმით, ძებნილი ნათესავი, ბადრი ესებუა, მასთან სახლში ფარულად შეიპარა - საქმის მთავარი მოწმის პირველი კომენტარი

იმ ოჯახის წევრი, სადაც “საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, აცხადებს, რომ მას ესებუა არ უნახავს.

ომიანე ჯიქია ამბობს, რომ როდის შევიდა ესებუა მათ სახლში. ჯიქია ვარაუდობს, რომ ის ვიღაცამ შეამჩნია.

,,ბადრი ესებუა არ მინახავს. როგორ მოვიდა, არ ვიცი. შესულა ოთახში და დამჯდარა. ვიღაცამ ნახა ალბათ, მოვიდა პოლიცია, დაიჭირეს და წაიყვანეს. მე არც დავლაპარაკებივარ, ჩვენ, ოჯახის წევრებს გვეძინა. არც დაუძახია და არც არაფერი უკითხავს”, - აცხადებს ომიანე ჯიქიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა გუშინ, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.