"ამბობს, რომ "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია" - რა უთხრა ბადრი ესებუამ ადვოკატს, რატომ იმალებოდა და სად იყო 2 წლის განმავლობაში?
„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ესებუას სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობდა, რის გამოც იმალებოდა.
„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. შესაბამისად, იმ პოზიციაზეა, რაზეც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. ის არანაირ ბრალს - „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს", - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ბადრი ესებუამ მას უთხრა, რომ მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხის გამო ის იმალებოდა.