ბადრი ესებუას მამის პირველი კომენტარი შვილის დაკავების შემდეგ
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ესებუა ნათესავის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში იმალებოდა.
შსს-ს ცნობით, ბადრი ესებუას 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა.
დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ავტორი: მაიკო ძაგანია