loader

კიმ ჩენ ინი სამხედრო ბანკეტზე ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა - ჩრდ. კორეის ლიდერმა თავისი ემოციები მედიასთან პირველად გამოხატა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიმ ჩენ ინი სამხედრო ბანკეტზე ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა - ჩრდ. კორეის ლიდერმა თავისი ემოციები მედიასთან პირველად გამოხატა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელიც ცნობილია თავისი მკაცრი მიდგომებით და დიქტატორული მართვით, ჩრდ. კორეის არმიის დაარსების 75 -ე წლის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე ცოლთან და შვილთან ერთად გამოჩნდა.

დასავლური მედია გარშემომყოფთა და ქალიშვილის მიმართ კიმ ჩენ ინის გულთბილმა დამოკიდებულებამ გააკვირვა. ქვეყნის ლიდერმა, ისტორიაში პირველად, საკუთარი ემოციები არ დამალა და განსაკუთრებით კარგ ხასიათზე იყო.

“ჯუ აი დაახლოებით 10-11 წლის იქნება. მას დედის, პირველი ლედის მსგავსად ეცვა“ - წერს დასავლური მედია.

ეს შეიძლება კიდევ ერთი დასტური იყოს იმისა, რომ მას მამის მემკვიდრედ ამზადებენ.