"მოხუცი ცოლ-ქმარია, ბიჭი ავად ჰყავთ" - რას ამბობს იმ ოჯახის ახლობელი, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, იმ ოჯახის წევრები, სადაც „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ,ზუგდიდში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
ოჯახის ნათესავისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა ესებუას ომიანე ჯიქიასთან ნათესაური კავშირი.
ავტორი: მაიკო ძაგანია