“ესებუას დაკავება არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“ - რატი ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე “საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
“ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას.
ესებუას დაკავება არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც.“ - წერს ბრეგაძე.