ბადრი ესებუას დაკავების პირველი კადრები - ზუგდიდში, ბანკის ყაჩაღობაში ბრალდებული ორწლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს
“მთვარი არხი“ ბადრი ესებუას დაკავების პირველი კადრებს ექსკლუზიურად ავრცელებს - ზუგდიდში, ბანკის ყაჩაღობაში ბრალდებული ორწლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში, შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.