"იძულებული ვარ შევწყვიტო ყველანაირი სახის მუსიკალური აქტივობა" - გიორგი ცაგარელი მსმენელს ემშვიდობება
მუსიკოსი გიორგი ცაგარელი საზოგადოებას სოციალურ ქსელში მსმენელს მიმართავს და წერს რომ მუსიკალურ საქმიანობას წყვეტს.
„ჩემო ძვირფასო პუბლიკა,
არ მჩვევია პოსტების წერა, მაგრამ გადავწყვიტე გაგიზიაროთ ჩემი სიტუაცია თუ მდგომარეობა:
ბევრი შინაგანი დინებების გამო იძულებული ვარ შევწყვიტო ყველანაირი სახის მუსიკალური აქტივობა.
(ამ ხნის განმავლობაში თქვენგან მიღებულმა უთვალავმა სიყვარულით სავსე გზავნილებმა თუ პოზიტიურმა ენერგიამ თავი
ვალდებულად მაგრძნობინა ეს ყველაფერი გამეზიარებინა თქვენთვის)
დიდი მადლობა თქვენ და ბოდიშს გიხდით თქვენ!
და მაინც:
Let everything happen to you
Beauty and terror
Just keep going
No feeling is final
(Rainer Maria Rilke)“, – წერს გიორგი ცაგარელი.