"გაიგონეთ და დაიჯერეთ!" - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ საქართველოში მიწისძვრებთან დაკავშირებით?
ლელა კაკულია საქართველოში მიწისძვრებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში თავისი წინასწარმეტყველების რამდენიმე ფრაგმენტს ასაჯაროებს, რომელიც სხვადასხვა წლით თარიღდება:
"თბილისში დამანგრეველი მიწისძვრა არ იქნება; პატარა ბიძგები კი, მაგრამ 8-10 ბალი – არასდროს! წინასწარ არავის ძალუძს (არც აპარატურას) განსაზღვროს დრო და ადგილი მიწისძვრისა — ასეთი რამ არ არსებობს. დიახ, ვხედავ, საქართველოში მიწისძვრა არ იქნება დამანგრეველი, დაიმახსოვრეთ! ვხედავ მხოლოდ პატარ-პატარა ბიძგებს. არანაირი ცხრაბალიანი მიწისძვრა საქართველოში არ მოხდება! იყო და იქნება რყევები, მაგრამ არა დამანგრეველი — ანუ მრავალბალიანი.
ძველი შენობების დანგრევას კი მიწისძვრა არც სჭირდება, ცოტა მოზრდილმა სატვირთო მანქანამ რომ გაიაროს ქუჩაზე, ისედაც ჩამოიშლება საძირკვლამდე. თანაც, ძალიან მაინტერესებს, ვითომ ეს ცხრაბალიანი მიწისძვრა გამორჩევით ძველს სახლებს რატომ გაანადგურებს? ასე ძლიერ რომ შეტორტმანდეს მიწა, ხომ მოსრა მთელი ქალაქი — ძველიცა და ახალიც?! ეს არ მოხდება არავითარ შემთხვევაში! გაიგონეთ და დაიჯერეთ! ასე რომ, ნუ იღელვებთ და ნუ შეშინდებით. საქართველოსა და თბილისს კოლოსალური კოსმიური ენერგია იცავს."