"ამას გეტყვით პირდაპირ.... ამის არც თავი აქვთ და არც შანსი, მათი თავი არის ლევან ხაბეიშვილი" - ირაკლი კობახიძე
ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ [სააკაშვილის] ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო სწორედ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედებს.
კობახიძემ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახსა და საახლობლო წრეზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი პასუხისმგებლობა სათანადო კალორაჟის საკვების მიწოდებაა.