loader

"ათასი რამ ვრცელდება..." - მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ, რას ამბობს სეისმოლოგი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ათასი რამ ვრცელდება..." - მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ, რას ამბობს სეისმოლოგი?

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შესახებ წერს.

"არანაირ მოკლევადიან პროგნოზს არ ვაკეთებ და არ აკეთებს არცერთი თავმოყვარე სეისმოლოგი. უბრალოდ გიხსნით.

ხაზები სადაცაა რუკაზე, მაგალითად, იასამნისფერი ხაზი, არის არაბეთის ფილაქნისა და თურქეთის ბლოკის საზღვარი, რომელსაც ეწოდება აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა.

სწორედ ეს რღვევა გააქტიურდა. წრეები სადაცაა, ისაა მიწისძვრები, რომლებიც ახლა ხდება და ხედავთ, რომ ზუსტად ემთხვევა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის მარცხენა დაბოლოების ორკაპს. ამას ჰქვია მარას სამმაგი შეერთება. მკვდარი ზღვის რღვევის გამო.

ათასი რამ ვრცელდება, საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია, ჩვენ სხვა სისტემა ვართ. არც ის დაიჯეროთ, სტამბოლში გავრცელდებაო. არ არის ასე", - წერს გოდოლაძე.