loader

თაღლითური სქემა, რომელსაც ადამიანები მარტივად იჯერებენ და ტყუვდებიან - ამბავი კი რეალობას ძალიან ჰგავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თაღლითური სქემა, რომელსაც ადამიანები მარტივად იჯერებენ და ტყუვდებიან - ამბავი კი რეალობას ძალიან ჰგავს

სოციალურ ქსელში, ალბათ, ერთელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როცა სრულიად უცხო ადამიანი გეკონტაქტებათ და დახმარებას გთხოვთ.

გვწერენ როგორც პირად შეტყობინებაში, ასევე დახმარებას საჯაროდაც ითხოვენ. აქვეყნებენ ვრცელ პოსტებს, სადაც საკუთარი მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ დეტალურად გვიყვებიან.

ზოგიერთი ბავშვის ფოტოებს გვიგზავნის და გვწერს, რომ მძიმე დაავადება აქვს და სამკურნალო თანხა სჭირდება; ნაწილი კლინიკაში გადაღებულ ფოტოებს გვიგზავნის და გვწერს, რომ თანხას აგროვებს. ნაწილი ბინის ქირას ვერ იხდის და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ბინიდან ასახლებენ.

ზოგი კი ლუკმა-პურის გარეშეა დარჩენილი. მათ ნაწილს დახმარება ალბათ მართლაც სჭირდება, თუმცა რეალობის გარკვევა ნამდვილად რთულია.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გავრცელდა ფოტოები, სადაც ახალგაზრდა გოგონა ქორწინების ბეჭედს ყიდდა.

მოგვიანებით, სხვა ადამიანმა გაავრცელა ეს ფოტო, სადაც წერდა, რომ შვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევდა ქორწინების ბეჭდის გაყიდვა. ნაწილმა ბეჭდის გაყიდვის სანაცვლოდ თანხა ჩაურიცხა, თუმცა მალევე გაირკვა, თაღლითური გზით სურდა თანხის შეგროვება.

ასევე ახალგაზრდა გოგო წერდა, რომ 3 მცირეწლოვანი შვილი მშიერი ჰყავდა და დახმარებას ითხოვდა. როგორც კომენტარებიდან გაირკვა, ის დახმარებას სექტემბრიდან ითხოვს და მუდმივად სხვადასხვა ინფორმაციას აქვეყნებს.

თუკი ამ ამბებს გადავამოწმებთ, მალევე მივხვდებით, რომ გვატყუებენ. ვიღაცისთვის ჩვენი დახმარება ალბათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ნდობა ძალიან რთულია.