თურქეთში, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს ამის შესახებ თვითხილვევლმა აცნობა.
"საელჩოს თურქეთის ქალაქ ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ო.ც-ს გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით.
საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.