loader

“ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ დაჩქარდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ დაჩქარდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

“როგორც მოსალოდნელი იყო, რუსების “ნამესტნიკები“ ჯერ აჭიანურებდნენ ჩემს პროცესს იმ იმედით, რომ მე ბოლომდე ვერ მივაღწევდი, მაგრამ ახლა იმხელა ქარიშხალი წამოვიდა მთელი მსოფლიოდან, რომ დაჩქარდნენ.

უკვე მსოფლიოს არცერთ სერიოზულ კაბინეტში და არცერთ სერიოზულ მასმედიაში ეჭვიც აღარავის ეპარება, რომ ესენი პუტინის ბრძანებით მკლავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ თამაშს აზრი არა აქვს, დასავლეთს ვეღარ ატყუებენ და პირიქით, უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან. უკრაინა ერთ ამბავშია და გადაწყვიტეს, რომ პუტინს ასიამოვნონ პირდაპირ და ყოველგვარი დამალვის გარეშე.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს თვეები მიტინგებზე გამოდის, ვინც სასამართლოსთან მოდიოდა, ვინც საავადმყოფოსთან ათევს ღამეებს. ახლა გულის გატეხვის კი არა, გაბრაზების დროა. ჩვენ ამ ომს ვიგებთ და აუცილებლად საქართველოსაც ეშველება.“ - ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი.