"ბათუმშიც სერიოზული ბიძგებია, თან საკმაოდ ხანგრძლივი" - რას წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები თურქეთში მომხდარი განმეორებითი მიწისძვრის შემდეგ?
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქაჰრამანმარასთან ახლოს დაფიქსირდა.
აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა.
"ბათუმშიც სერიოზული ბიძგებია, თან საკმაოდ ხანგრძლივი...
ბათუმში კარგად ვიგრძენით, კიი...
ახლა კიდევ გვარყევს ბათუმში..
იყო და თან ძალიან საგრძნობლად...
ამ წამს იყო ბიძგები ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე" - წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ, 7.8 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრას 1 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.