"არ დამიჯერა" - რა ურჩია ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილს, რომლის შესახებაც "ვივამედის" გენერალური დირექტორი თავად წერს
კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე უფლებადამცველი ურჩია, თუმცა ექსპრეზიდენტმა მისი რჩევა არ გაითვალისწინა.
„არადა პაციენტს ვურჩიე, ადვოკატებად დიმა გაბუნია, პაატა სალია, ზვიად კორძაძე, კახა ასლანიკაშვილი, კიდევ რამდენიმე გვარი ჩამოვუთვალე, აეყვანა, არ დამიჯერა,“ – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.