loader

"ოღონდ გული არ გასკდეს.... ჩემი ბავშვობის ტკბილი სახლი, ჩემი სახლი! - მამაჩემისა და დედაჩემის ოფლით აშენებული სახლი სოხუმში" - სოხუმიდან იძულებით წამოსული ჟურნალსტის და ისტორიკოსის სულიშემძვრელი წერილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოღონდ გული არ გასკდეს.... ჩემი ბავშვობის ტკბილი სახლი, ჩემი სახლი! - მამაჩემისა და დედაჩემის ოფლით აშენებული სახლი სოხუმში" - სოხუმიდან იძულებით წამოსული ჟურნალსტის და ისტორიკოსის სულიშემძვრელი წერილი

სოხუმიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი კახა კვაშილავა სოხუმში საკუთარი სახლის ფოტოს აქვეყნებს და იქ გატარებულ დროს ემოციურად იხსენებს.

„მამაჩემისა და დედაჩემის ოფლით აშენებული სახლი სოხუმში, რომელშიც სულ 15 წელი იცხოვრეს. ახლა სხვა "მეპატრონე" ჰყავს..

ეს ჩვენი სახლის ჭიშკარი. იცით, ვისი შეღებილია და თუნუქმიკრულია? ახალი "მეპატრონის" არა. ჩვენი! დიახ, ჩვენი შეღებილია. მახსოვს, 1988 წლის მაისში რომ ვღებავდით მთელი ოჯახი. ახლა გამოთვალეთ, რამდენი წელი გავიდა. ახლა გამოთვალეთ, რამდენი წელია, ხელი არ შეუვლია არაფრისთვის ჭიშკარზე ჩემი მშობლების სახლის ახალ "მეპატრონეს"...

სხვა ფოტოში კი ჩანს, რომ ეზოს ერთ კუთხეში ნამდვილი სანაგვე მოუწყვიათ... მამაჩემს უთხრა ახალმა "მეპატრონემ", შენს სახლზე 10 წელია, თვალი მიჭირავსო.

10 წელი თვალი კი ეჭირა, მაგრამ 30 წელია, მის ოჯახს არაფერი გაუკეთებია.

ფოტოზე ჩანს ჩემი საძინებლის ფანჯრები.... ოღონდ გული არ გასკდეს.... ჩემი ბავშვობის ტკბილი სახლი.ჩემი სახლი! ჩემი ოფიციალური იურიდიული მისამართი, რომლითაც ვამაყობ, ვინახავ და ვუფრთხილდები! მე და ჩვენი ოჯახი შევაღებთ ამ ჭიშკარს!“,- წერს ჟურნალისტი.