იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს
იტალიის ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 50-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს, რომლებიც ტუნისიდან იტალიაში გადასვლას გასაბერი ნავით ცდილობდნენ.
მაშველებმა ნავში ცხრა გარდაცვლილიც იპოვეს, რომელთა შორის ახალშობილი და ორსული ქალი იყო.
მათივე ცნობით, მიგრანტების გარდაცვალების მიზეზი მკვეთრად დაბალი ტემპერატურა და ნავზე სასმელი წყლის არარსებობა გახდა.
იტალიელი პოლიციელების ინფორმაციით, მიგრანტებით სავსე ნავმა ტუნისის ქალაქ სფაქსის პორტი რამდენიმე დღის წინ დატოვა და გზის დაკარგვის გამო იტალიამდე დაგეგმილთან შედარებით ბევრად გვიან ჩააღწია.