loader

თუ ავარიულ კორპუსში ცხოვრობთ ამ სიახლის შესახებ უნდა იცოდეთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ ავარიულ კორპუსში ცხოვრობთ ამ სიახლის შესახებ უნდა იცოდეთ!

თბილისის მერიას ავარიული სახლის სხვა ტერიტორიაზე მშენებლობით ჩანაცვლება იქ მცხოვრები მოსახლეობის სრული თანხმობის გარეშეც შეეძლება. ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 27 იანვრის დადგენილებაშია აღნიშნული.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე.

ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლებისას დაინტერესებული პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში ან მფლობელობაში სხვა საცხოვრებლად ვარგისი უძრავი ქონების და დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობისთვის ქირის გადახდის საშუალების არსებობა, ასევე მისი დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ადგილის საკითხი არ განიხილება კომპენსაციის გაცემის დამაბრკოლებელ გარემოებად.

თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული ალტერნატიული ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, ყოველთვიური ბინის ქირის კომპენსაციის სახით ყოველთვიურად გაიცემა ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით.

ავარიულ სახლში დაინტერესებული პირის საკუთრების კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში, ყოველთვიურ კომპენსაციას 500 ლარის ოდენობით გასცემს პროექტის განმახორციელებელი,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.