"მე გორელი ვარ და ალბათ, მაგიტომ.... რიკოთს იქითა ხალხი სხვანაირები ვართ, გვაქვს ეს "პეწი" - ნინო ნადირაძისა და ადვოკატის დიალოგი
"ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან "კრასავჩიკი" მეტროსექსუალი როგორ დადექით? მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა მეტროსექსუალის ფაზაში დავრჩეთ" - ასე მიმართა კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს.
ნინო ნადირაძე სასამართლოში მოწმის სახით იკითხება. მან პაციენტის მდგომარეობასა და მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფაქტობრივად, „ვივამედის“ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზებს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებს თუ დიაგნოსტიკურ კვლევებს მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას.