"ასეთი "კრასავჩიკი" მეტროსექსუალი როგორ დადექით?" - ნინო ნადირაძე შალვა ხაჭაპურიძეს
"ბატონო შალვა, როგორ მოახერხეთ და ასეთი აქტიური ჰომოფობიდან "კრასავჩიკი" მეტროსექსუალი როგორ დადექით? მე ბოლო სერიის მეშინია, მინდა მეტროსექსუალის ფაზაში დავრჩეთ" - ასე მიმართა კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს.
ნინო ნადირაძე სასამართლოში მოწმის სახით იკითხება. მან პაციენტის მდგომარეობასა და მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. მისი თქმით, ფაქტობრივად, „ვივამედის“ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, დასმულ დიაგნოზებს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებს თუ დიაგნოსტიკურ კვლევებს მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას.