"ზელენსკისთან დაკავშირებით განცხადებას შეგნებულად არ გავაკეთებ, მაგრამ გავაკეთებ განცხადებას უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებით..." - ირაკლი კობახიძე
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ვიდრე რამეზე ისაუბრებენ, იქამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს და ასევე, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას.
კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლება კრიმინალ სააკაშვილს ქვეყანაში წლების განმავლობაში ინახავდა.