მუშების მტკიცებით, სპეცტექნიკით მუშაობისას მიწის ქვეშ ანგელოზის ქანდაკება აღმოაჩინეს - რა ინფორმაცია ვრცელდება პოპულარულ ვიდეოზე, რომელიც ფეიკი აღმოჩნდა?
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც მოკლე დროში პოპულარული გახდა და tik-tok-ზე, შეთქმულების თეორიების მოყვარულთა შორის, ყველაზე განხილვადი თემაა.
ვიდეოში ჩანს, რომ რუსეთში, ამურის ოლქში არსებულ ქალაქ ზეიდან 34 კილომეტრში, მუშებმა სპეცტექნიკით მუშაობის დროს შემთხვევით მიწის ქვეშ ანგელოზის ქანდაკება იპოვეს.
“შეხედეთ, ემოციები პიკს აღწევს“ - ამბობს ვიდეოს ავტორი და ქანდაკებასთან ერთად ფოტოებს იღებს.
როგორც აღმოჩნდა, ვიდეო სინამდვილეში ფეიკია და საზოგადოებაში ე.წ. შეთქმულების თეორიის გამყარებას ემსახურება, რომ თითქოს აღნიშნული ფაქტი “მეორედ მოსვლის“ ნიშანია.
რამდენიმე რუსული წყარო წერს, რომ სინამდვილეში ქანდაკება იაკუტიაში წლებია დგას. ვიდეოში კი “ელგენსის“ ქვანახშირის მუშები არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს არაფრისგან სენსაცია შეექმნათ და მათ ხუმრობას საკმაოდ დიდი, არასწორი რეზონანსი მოჰყვა.
წყაროები: teleport2001.ru