"მე ჯერ იმისთვისაც არ ვარ მზად, სასაფლაოზე ვიარო. მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ, თავიდან ვისწავლო ცხოვრება" - ნიკოლოზ წულუკიძის ტკივილიანი მამაშვილობა
ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ჟურნალ OK!-სთან საუბრობს ოჯახის ტრაგედიის შესახებ და საკუთარ განცდებზე ყვება. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.
"სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი და თითქოს ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის
მე ჯერ იმისთვისაც არ ვარ მზად, სასაფლაოზე ვიარო. მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ, თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს. ვალდებული ვარ, ვიდგე იმისთვის, რომ მერე სხვა წამოვაყენო", - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.
ცნობისთვის ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში რამდენიმე თვის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მისი 2 წლის შვილი მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა.
წყარო: https://okmagazine.ge/ok-nikoloz-tsulukidzis-tkiviliani-mamashviloba/