loader

"ის უნდა მოკვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს, რომ კვდება - ამას ჰქვია კოლექტიური მორალური კახექსია" - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის უნდა მოკვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს, რომ კვდება - ამას ჰქვია კოლექტიური მორალური კახექსია" - ნიკა გვარამია

"საზოგადოება არა ივანიშვილს სთხოვს პასუხს, არამედ სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება", - ნათქვამია "მთავარი არხის" დაპატიმრებული გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წერილში, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ ტირანიის უმაღლესი საფეხური ერთი პირის ხელში ადამიანის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტის ძალაუფლებაა.

"ტირანიის უმაღლესი საფეხური ერთი პირის ხელში ადამიანის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტის ძალაუფლებაა. ზუსტად ამ ფაზაში იმყოფება ივანიშვილი და ზუსტად ამას გვაჩვენებს სააკაშვილის მკვლელობით. სანაცვლოდ, საზოგადოება არა ივანიშვილს სთხოვს პასუხს, არამედ სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება - ის უნდა მოკვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს, რომ კვდება. ამას ჰქვია კოლექტიური მორალური კახექსია" - წერს ნიკა გვარამია.