"მთავრობაში მყოფ კრიმინალებს ხელები მიემტვრევათ დოკუმენტაციის გაყალბების გამო" - ლევან ხაბეიშვილი
იმ კრიმინალებს, რომლებიც მთავრობის სხდომაზე მთავარ კრიმინალთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხედან, მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტაციის გაყალბების გამო ხელები მიემტვრევათ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების პროცესი იმართება.
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესი დროულად დასრულდეს. მისივე განმარტებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი მძევლობასა და ტყვეობაშია, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში ვერ იქნება.