loader

საქართველოში ფართოდ გავრცელებული შხამიანი მცენარეები, რომლებსაც ადამიანის მოკვლაც კი შეუძლიათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში ფართოდ გავრცელებული შხამიანი მცენარეები, რომლებსაც ადამიანის მოკვლაც კი შეუძლიათ

საქართველოში არაერთი შხამიანი მცენარე ხარობს. შეხებით ადამიანი არ იწამლება, მაგრამ მათი ნაყოფის ან ფოთლის გასინჯვა შესაძლოა საბედისწერო გამოდგეს როგორც ადამიანისთვის, ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის. გაგაცნობთ ყველაზე გავრცელებულ შხამიან მცენარეებს.

ლენცოფა ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარეა. მას ლეჩხუმში "ტყის თუთუნსაც" ეძახიან. საქართველოში ლენცოფის სამი სახეობა იზრდება. მათ შორის უფრო გავრცელებულია შავი ლენცოფა, რომელიც ორწლიანი ბალახია.

ლემა შხამიანობით ლენცოფას არ ჩამორჩება. საქართველოში მისი 2 სახეობაა გავრცელებული. ეს ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე კავკასიაში თითქმის ყველა მთის ქვედა სარტყელში გვხვდება.

ურთხელი, ანუ უთხოვარი - ამ მოწითალო-მოყავისფრო თხელქერქიანი ურთხლის გვარის მცენარის სიმაღლე 10-20 მეტრია, განსაკუთრებულ შემთხვევაში იზრდება 28 მეტრამდეც. ყველაზე ხანდაზმული ურთხელი 4 000 წლისაა. მისი ყლორტები და წიწვები წამლავს ცხენსა და სახედარს. მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის უთხოვრის ყლორტები და წიწვები ნაკლებად ტოქსიკურია.

ოლეანდრა შხამიან დეკორატიულ მცენარეებს შორის საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. ოლეანდრას ძლიერი, მომაკვდინებელი შხამი აქვს. მისი შხამის დიდი რაოდენობით მიღებას სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ შხამი პირის ღრუში მოხვდება, თვითონ მცენარესთან შეხება საშიში არ არის.

თუმცა ამ მცენარის შესახებ თბილისის ყვავილების მაღაზიებში არაფერი იციან. სამაგიეროდ იციან მონსტერას შესახებ.

შმაგა, იგივე ბელადონა, შხამიანი მცენარეა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - კოლხეთში, ქართლსა და კახეთში ხარობს. იზრდება მეტ-ნაკლებად ჩრდილიან და ტენიან ადგილებში. მისი ნაყოფი შხამიანია და მომაკვდინებელ ალკალოიდებს შეიცავს. საშიშია მისი როგორც ფოთოლი, ასევე ყვავილი. ბელადონას მიღების შემდეგ ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს ან მხედველობა დაუზიანდეს.