"ერთს ვიტყვი, ჩემმა მეგობრებმა ჩემდა სამწუხაროდ თქვეს ასეთი რამ" - ლევან ხაბეიშვილი
გაუგებარია, რომ რაღაცნაირად ჩემმა მეგობრებმა ჩასაფრებულის პოზიცია აირჩიეს და ამბობენ, რომ რაღაც თანამდებობებს ტოვებენ. არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა.
მან თანაგუნდელებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა არჩევანი უკვე გააკეთეს და მათ ახლა ერთმანეთს ხელი უნდა ჩაჰკიდონ.